სიახლეები
ახალი სალექციო ციკლი - ,,სასულიერო მწერლობა, ხელოვნება და სიმბოლიკა
18/02/2016
18 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდთან არსებულ ინტელექტუალურ-შემეცნებით სტუდიაში, "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის" ფარგლებში დაიწყო ახალი სალექციო ციკლი - ,,სასულიერო მწერლობა,ხელოვნება და სიმბოლიკა ტრადიციულ რელიგიებში." პირველ სეხვედრაზე სასაუბროდ მოწვეულ იქნა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოფენების კურატორი ლელა წიწუაშვილი. მან ისაუბრა იუდაიზმზე, როგორც პირველ მონოთეისტურ რელიგიაზე, მის წარმოშობაზე, აბრაამზე - რომლისგანაც იუდეველთა რელიგია იწყება, ებრაელ ერზე - ამ რელიგიის ერთადერთ მიმდევარზე; იუდეველთა პირველ ტაძარზე, რომელიც სოლომონ მეფის დროს აშენდა; იუდეველთა წმინდა წიგნებზე - თორასა და თალმუდზე; სიმბოლოებზე - დავითის ვარსკვლავსა და შვიდტოტიან (შვიდსანთელა) მენორაზე.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















