Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


თებერვალი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავი

09/02/2016

8 თებერვალს სულიერების, კულტურისა და მეცნიერების  აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავზე, ფონდის ოფისში (რუსთაველის გამზირი №21) მისმა უწმიდესობამ  შეხვედრა გამართა ფონდის მმართველი საბჭოს წევრებთან, მეურვეებთან, შემომწირველებთან და საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებთან. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ფონდის საქმიანობის ანგარიში და მადლობის სიგელები გადაეცათ იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი და ფინანსური წვლილი შეიტანეს ფონდის საქმიანობაში, მათ შორის: საქართველოს კულტურისადაძეგლთადაცვის, საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და ქ. თბილისის მერია.

ასევე საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ ნელი ბერაიას, ლია ბარნაბიშვილს, აზა ბასლანძეს, ასევე თამაზ გოგოტიშვილისა და მანაბა მაგომედოვას ოჯახებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მადლობის სიგელები გადაეცათ კომპანიებს „თელასს“, რომელიც ფონდის დაარსების დღიდან ყოველწლიურად ფინანსური წვლილი შეაქვს ფონდის საქმიანობაში და არის კათოლიკოს-პატრიარქის დაარსებული ფესტივალის-„აღდგომიდან ამაღლებამდე“ სპონსორი. ასევე კომპანიებს „სოკარი“, „კოტეხის ღვინის ქარხანა“, IDS ბორჯომი“, „ჯეონეთი“.

      აღნიშნულ შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ გააჟღერა ინიციატივა  უსახლკარო ბავშვებისა და ადამინებისათის თავშესაფარს გააკეთების შეახებ და მიმართა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას თხოვნით, რომ თავშესაფრისთვის შესაბამისი ფართი მოიძიონ:

"ბედნიერი ვარ იმით, რაც საპატრიარქოს ფონდის მხრიდან 10 წლის განმავლობაში გაკეთდა.  მე მაქვს ერთი წინადადება: ჩვენ, საპატრიარქომ შექმნა ორი სახლი, ერთისპარსეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვისდა მეორე, თურქეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებისათვის . ისინი როცაჩამოდიან  ბინაარ აქვთდა მდიან ამ სახლებში და დროებით იქ არიან. მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ საკითხს   მრავალი ახალგაზრდა და მრავალი ბავშვი უპატროანოა ქუჩებში, ხომ არ შეიძლება, რომ ჩვენმა ფონდმა იფიქროს უპატრონო ბავშვებისათვის და ადამიანებისათვის თავშესაფარზე, რომ ღამე ქონდეთ მათ გათენების საშუალება, ღია ცის ქვეშ არ იყვნენ. მე მინდა მივმართო ქალაქის მერს, ბატონ დავითს, იქნება გამოვნახოთ ადგილი და სახლი ამისათვის. ყველას გლოცავთ, განსაკუთრებით მე მინდა დავლოცო ჩვენი ფონდის წევრები და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და ბევრი გაგაკეთებინოთ სიკეთე საქართველოსთვის“ - ბრძანა პატრიარქმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced