Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


sapa

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

21/01/2016

ა.წ 21 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II თანმხლებ პირებთან ერთდ შვეიცარიაში, ჟენევაში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიიღოს ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრაში. მისი უწმინდესობის ოფიციალური თანმხლები პირები არიან:

1.ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარშენიძე) - საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე;

2. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);

3. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;

ასევე:

1.ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);

2.ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი);

თავდაპირველად შეხვედრა იგეგმებოდა კონსტანტინეპოლში, მაგრამ ,რიგი გარემოებების გათვალისწინების გამო, მსოფლიო პატრიარქმა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში გადაიტანა.

აქ მოხდება პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი კრების დღის წესრიგის განსაზღვრა.

როგორც ცნობილია, სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები, ასევე ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი

 შეხვედრა ექვს დღეს გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced