სიახლეები
ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა
29/12/2015
2015 წლის დეკემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებით სტუდიაში, პროექტის “ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ჩატარდა სალექციო ციკლი, ფსიქოლოგიაში. სამი ლექცია წაიკითხა ფსიქოლოგიის მეცნიერების დოქტორმა, პროფესორმა მარინე ბალიაშვილმა, ხოლო ბოლო შეხვედრა ჩაატარა ფსიქოლოგმა, დეკანოზმა დავით ციცქიშვილმა. წაკითხული იქნა შემდეგი ლექციები:
1. „პიროვნების ფსიქოლოგია“- საუბრის შეეხო პიროვნების ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემატიკას: პიროვნების სტრუქტურა, ქცევა, ზრდა-განვითარება, ქცევის შინაგანი და გარეგანი დეტერმინანტები, ქცევის მთლიანობა და „საკუთარი მე“-ს ცნება. ასევე საუბარი შეეხო პიროვნების ძირითად (კლასიკურ) თეორიებს. კერძოდ: ფსიქოანალიტიკური თეორია; ჰუმანისტური თეორია, პიროვნული ნიშნების თეორია (ხუთფაქტორიანი მოდელი).
2. „სოციალური ფსიქოლოგია“ - ლექტორმა ისაუბრა სოციალური ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემატიკაზე. ესენია: ადამიანის სოციალიზაცია - საზოგადოების წევრად ჩამოყალიბება; გენდერი და სოციალური კვლევა; კონფორმულობა; პროსოციალური ქცევა(ალტრუიზმი); ანტისოციალური ქცევა (აგრესია).
3. შემდეგი ლექციის თემა, მსმენელების მოთხოვნით იყო ,,ფსიქოლოგიური დახმარება“ (ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტაცია). ლექტორმა ისაუბრა ფსიქოთერაპიის მიზნებზე, ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მეთოდებსა და მექანიზმებზე.
4. „ქრისტიანული ფსიქოლოგია“ - განხილულ იქნა ადამიანის არსების სამი ძირითადი მხარე - სხეული, სული და სამშვინველი.
• ასევე მოეწყო გასვლითი ღონისძიება კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც პროექტის მსმენელები დაესწრნენ საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ერთ-ერთ კონცერტს. ახალგაზრდები გაეცნენ მათი თანატოლის, ინგლისში მოღვაწე წარმატებული პიანისტის ლუკა ოქროს (ოქროსცვარიძის) ხელოვნებას.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია “Wold Vision”-ის მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















