სიახლეები
საკვირაო ქადაგება
27/12/2015
27 დეკემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა დავით წინასწარმეტყველის შესახებ ისაუბრა.
"მინდა ყურადღება შევაჩერო დავით წინასწარმეტყველზე, რომელიც არის საქართველოს სიმბოლო. დავით წინასწარმეტყველი შეებრძოლა გოლიათს, რომლის ძალა ყველაფრით აღემატებოდა მისას, მაგრამ დაამარცხა იგი. ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, მთელი ჩვენი ქვეყნის ცხოვრება აღსავსეა ამ ბრძოლებით და ხშირია შემთხვევები, როცა გოლიათისნაირი მტერი გვესეოდა და ჩვენ ძალა ღვთისა გვაძლევდა გამარჯვების შესაძლებლობას. ჩვენ შევთხოვთ უფალს მომავალშიც დაგვიფაროს და დაგვიცვას ყოველი ხილული თუ უხილავი მტრისგან", - აღნიშნა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით გაახსნილონ.
პატრიარქმა ასევე ისაუბრა, რომ მრევლის ნაწილს სურვილი აქვს ზოგიერთ ტაძარში საშობაო წირვა დილით ჩატარდეს, რაც მისი თქმით შესაძლებელია.
"მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლება. დასაშვებია. ღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა, - აღნიშნა ილია მეორემ. სამების საკათედრო ტაძარში კი წირვა ღამე ჩატარდება. 21.00 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა, შემდეგ 23.00 საათზე შობის შეხვედრა და ღამის 12 საათის შემდეგ - საშობაო ლიტურგია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ყოველდღიურ საქმიანობაში გამოჩენილი გმირობისა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უანგარო დახმარებისთვის წმინდა გიორგის ლეგიონის საპატიო წოდებით დააჯილდოვა.
დღევანდელი საკვირაო ქადაგების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ასევე რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი და თბილისის ზღვაზე მშენებარე მწვანე ქალაქის თანამშრომლები დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















