სიახლეები
შეხვედრა საპატრიარქოში
21/12/2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქოში საქართველოში ევროკავშირის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პატრიარქი შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
“ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისაკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხის და მათ შორის საქართველოს ეკლესიის”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმიდესის თქმით, დიდი ხანია საქართველოს აქვს სურვილი იყოს ევროპის სტრუქტურების მონაწილე, ამაში გვაქვს დიდი შედეგები. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან, ეკლესიებთან, ვატიკანთან.
“გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ. ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს ჩვენ, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მეოთხე საუკუნეში ითარგმნა სახარება. იქმნებოდა ლითონის და სხვა სახის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას და ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ჰერმან, რომელსაც გაქვთ დიდი წვლილი ამ საქმეში”, – განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე.
უწმიდესმა ეს დიდი მოვლენა მთელ ქვეყანას მიულოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















