სიახლეები
მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით
20/12/2015
2015 წლის 3 ნოემბრიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიამ, “მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით” პროგრამის ფარგლებში ახალი სალექციო კურსი დაიწყო.
სალექციო კურსის პირველ მეოთხედში (ნოემბერი-დეკემბერი), ლექციებს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ჩალაძე.
პირველი მეოთხედის სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:
1. დავებისა და კონფლიქტების არსი, მათი წარმოშობის მიზეზები, მოგვარების მეთოდები. მედიაცია.
2. მედიაცია, მედიაციის ტიპები, მეთოდები, ეტაპები.
3. კონფლიქტი და კულტურა - კულტურათა გადაკვეთა.
4. ბოდიშის მოხდა, მიტევება, პატიება.
5. პატიება.
6. ტაქტიკა, როგორ უნდა მოუგოთ კონფლიქტში მეორე მხარეს.
7. დისკრიმინაცია.
“ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.
სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















