სიახლეები
საკვირაო ქადაგება
22/11/2015
22 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მან მშობლის პატივისცემაზე ისაუბრა და თავისი რჩევა გაიხსენა, რომ შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და ხელზე ემთხვიონ მშობლებს.
“მინდა დღეს ვისაუბრო ერთ საკითხზე, რომელიც მარადიული და მძიმე საკითხია. ეს არის მშობლისა და შვილის დამოკიდებულება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მშობლებს არ ესმით შვილების და შვილებს არ ესმით მშობლების. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აზროვნება, შეხედულება, მსოფლმხედველობა განსხვავდება. აი, ამიტომ ხშირია კონფლიქტი მათ შორის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა კაცობრიობას, არის: “პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა”, მაგრამ ამით არ მთავრდება, “რათა კეთილი გეყოს შენ და მრავალჟამიერ იყო ქვეყანასა ზედა”. ამიტომ, მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ. მშობლის შეიძლება არ გესმოდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეთ შენ და მშობელს, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მშობლის საშუალებით მიიღო მადლი ღვთისა, მადლისა სულისა წმინდისა და ამით კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმიდესმა ქადაგებისას სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ცდილობდა, რაიმეთი გაეხარებინა მშობლები და მათთვის საჩუქრები გაეკეთებინა. “თქვენ უნდა ეცადოთ, რომ რაღაცით ასიამოვნოთ თქვენს მშობელს. გირჩევთ, მთავარი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითს”, – განაცხადა უწმინდესმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი და კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















