Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Poster

ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია

10/11/2015

უკვე მეოთხე წელია, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდთან არსებულ „ინტელექტუალურ-შემეცნებით სტუდიაში“, ფუნქციონირებს "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა", სადაც, ყოველ სასწავლო წელს ერთიანდებიან სხვადასხვა უმარლესი სასწავლებლის სტუდენტები.

2015 წლის 5 ნოემბერს, შედგა ახალი სასწავლო წლის პირველი ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ფილოსოფოსი, პროფესორი მამუკა დოლიძე.

ლექციის დასრულების შემდეგ, სტუდიის მსმენელები, პროფესორთან ერთად დაესწრნენ კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსები: საფრანგენთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ვიოლონცელისტი გიორგი ხარაძე და მისი ფრანფი კოლეგა, პიანისტი ჟულიენ ჟერნეი. მათთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. აღფრთოვანებული მსმენებს შორის იყვნენ ფონდის სტუდიაში გაერთიანებული ახალგაზრდები, რომლებმაც კულისებში თავისი ემოციები და მადლიერება გამოთქვეს პირადად სოლისტების მიმართ.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced