Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Studio

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

05/11/2015

2015 წლის 5 ნოემბერს, 16:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდთან არსებული „ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია“, იწყებს - "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამას".

პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:

• ფსიქოლოგია;

• ტრადიციული რელიგიები საქართველოში;

• სასულიერო ხელოვნება და სიმბოლიკა (ტრადიციულ რელიგიებში); 

• ძველი და ახალი აღთმქმა;

• სახელმწიფო და რელიგია - საქართველოს მაგალითი, საერთაშორისო პრაქტიკა;  

• ადამიანის უფლებები - უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება; 

• ეთიკა და ესთეტიკა. ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა;  

• აღმოსავლური ლიტერატურა და ხელოვნება; 

• ევროპული ლიტერატურა და ხელოვნება; 

• პროგრამით გათვალისჭინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები: მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების დათვალიერება, კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასწრება.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით.

პროგრამაში მონაწილეობენ 18-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის წარმომადგენელი ახალგაზრდები. ლექციები წაიკითხება ქართულ ენაზე.

ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.

პროგრამაში დარეგისტრირებულ მსმენელებს, გთხოვთ მობრძანდეთ 16:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში (რუსთაველის გამზ. #21).

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced