Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Studio

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

03/11/2015

2015 წლის 3 ნოემბერს, 16:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდთან არსებული „ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია“, იწყებს პროგრამას - ,,მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით“.

პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:

• მედიაცია - კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკების გზით;

• მოლაპარაკებების ტაქტიკა, ხერხები და გზები;

• ფსიქოლოგია; კონფლიქტის ფსიქოლოგია; 

• აზროვნების ფილოსოფია;

• ტრადიციული რელიგიები საქართველოში (კულტურა, ტრადიცია და რელიგიური წეს-ჩვეულებები);

• ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 

• სახელმწიფო და რელიგია;  

• პროგრამით გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები: მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების დათვალიერება, კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასწრება.

ლექციები ტარდება კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში (რუსთაველის გამზ. #21).

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია  ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის წარმომადგენელს. ლექციები წაიკითხება ქართულ ენაზე.

ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.

მედიაციის კურსს წაიკითხავს დავებისა და კონფლიქტების ალტერნატიული გადაწყვეტის საერთაშორისო ექსპერტი, საერთაშორისო ელჩი, პროფესორი გიორგი ჩალაძე.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced