სიახლეები
საკვირაო ქადაგება
01/11/2015
1-ელ ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე მაქსიმე აღმსარებლის საფლავის აღმოჩენის მნიშვნელობაზე და მისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
საქართველო მდიდარია თავისი სიწმინდეებითა და წმინდა მამებით და ერთ-ერთი გამოჩენილი წმინდა მამა, რომელიც საქართველოში განისვენებს და მთელ მსოფლიოშია ცნობილი, არის მაქსიმე აღმსარებელი…
საუკუნეების განმავლობაში იყო დავა, თუ სად არის დასაფლავებული მაქსიმე აღმსარებელი და ამ თემაზე საქართველოში 5 კონფერენცია ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს უცხოეთიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა. ხოლო მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციამ, რომელიც მიმდინარე წლის 19-23 ოქტომბერს გაიმართა, დაადასტურა, რომ მაქსიმე აღმსარებლის სხეული ნაპოვნია და იგი დაკრძალულია ცაგერის მახლობლად, მორისციხეში მდებარე მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში.
ეს არის მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა და მე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული შრომა ამისთვის გასწია მეუფე სტეფანემ”, – აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი, მეუფე სტეფანე აღნიშნული წვლილისთვის მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა.
პატრიარქმა ქადაგებისას ილიას უნივერსიტეტში “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” ფოტოს გამოფენას მკრეხელობა უწოდა.
“არის ერთი სამწუხარო ამბავი, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან”, – აღნიშნა ილია მეორემ.
დღევანდელი წირვის შემდეგ უწმინდესმა ასევე დააჯილდოვა რამდენიმე მღვდელმსახური და დალოცა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია და აფხაზეთში მცხოვრები ყოლბაიების გვარი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















