სიახლეები
ცხადდება მსმენელთა მიღება
20/10/2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია, აცხადებს მსმენელთა მიღებას პროექტის - ,,მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით“ - ფარგლებში.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:
• ტრადიციული რელიგიები საქართველოში;
• სახელმწიფო და რელიგია;
• ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
• მედიაცია - კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკების გზით;
• კონფლიქტის ფსიქოლოგია;
• აზროვნების ფილოსოფია;
• ტრადიცია და რელიგიური წეს-ჩვეულებები.
• პროგრამით გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები: მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების დათვალიერება, კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასწრება.
ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.
სალექციო კურსი დაიწყება 2015 წლის 3 ნოემბერს და ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 16 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში. ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს, ერთი შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური საათი.
სტუდიაში მსმენელებად მიიღებიან 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2015 წ-ის 12 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, 12 დან 17 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: info@patriarch.ge
ცნობებისათვის დარეკეთ ტელ.: 298 49 76.
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სტუდ. ბილეთის ქსეროასლი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















