Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Studio

ცხადდება მსმენელთა მიღება

16/10/2015

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია, "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის" ფარგლებში აცხადებს მსმენელთა მიღებას.

პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:

• ფსიქოლოგია;

• ტრადიციული რელიგიები საქართველოში;

• სასულიერო ხელოვნება და სიმბოლიკა (ტრადიციულ რელიგიებში); 

• ძველი და ახალი აღთმქმა;

• სახელმწიფო და რელიგია - საქართველოს მაგალითი, საერთაშორისო პრაქტიკა;  

• ადამიანის უფლებები - უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება; 

• ეთიკა და ესთეტიკა. ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა;  

• აღმოსავლური ლიტერატურა და ხელოვნება; 

• ევროპული ლიტერატურა და ხელოვნება; 

• პროგრამით გათვალისჭინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები: მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების დათვალიერება, კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასწრება.

ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.

სალექციო კურსი დაიწყება 2015 წლის 5 ნოემბერს და ჩატარდებაყოველ ხუთშაბათს, 16 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში.

ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს. ერთი ლექციის ხანგრძლივობა შეადგენს ორ აკადემიურ საათს.

სტუდიაში მსმენელებად მიიღებიან 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, 12 სთ-დან 17 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).

მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: info@patriarch.ge

ცნობებისათვის დარეკეთ ტელ.: 298 49 76.

გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სტუდ. ბილეთის ქსეროასლი.

“ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced