სიახლეები
საკვირაო ქადაგება
12/10/2015
11 ოქტომებრს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“მოგვიახლოვდა დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაული სვეტიცხოვლობა. სამშაბათს საღამოს აღევლინება ლოცვა,ოთხშაბათს კი საზეიმო წირვა სვეტიცხოველში, მცხეთაში. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ ამ დიდ დღესასწაულს”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგების შემდეგ დალოცა შემდეგი გვარები: შულაყიძეები, ხეთაგურები, თექთურმანიძეები და ნანიკაშვილები.
სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაულზე საზეიმო წირვას უწმინდესი, მღვდელმთავრებთან ერთად, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
თბილისიდან მცხეთაში მრევლს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება, რომლებიც საპატრიარქოს ტერიტორიიდან დილის 08:00 საათზე გავა.
სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკვანმა დემეტრემ განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მცირეოდენი ცვლილებაა საღვთისმსახურო ტიპიკონში: – დღევანდელი საღამოდან სადაგი დღის ლოცვები დაიწყება 16:00 საათზე, ხოლო შაბათი დღის ლოცვა და სადღესასწაულო ლოცვები – 17:00 საათზე, ნაცვლად 18:00 საათისა. წირვის დაწყების დრო უცვლელად რჩება და ის ყოველთვის 10:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, საღამოს – ღამისთევის ლოცვა 18:00 საათზე დაწყება, ხოლო წირვა 10:00 საათზე.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















