Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Mother of God Of Iveria

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

09/10/2015

9 ოქტომბერს (26 სექტემბერი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული (1989).

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმბრძოლობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.

ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთ-ერთმა მათგანმა "მახვილი დასცა პირსა ხატისა". მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ (ერთი გადმოცემით, მეომარი, რომელმაც ხატს მახვილი ჩასცა, სინანულით დაემხო სიწმინდის წინაშე, უარყო ერესი და შემდგომ ბერად აღიკვეცა).

ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.

ამ ქვრივს ქალს ჰყავდა ვაჟი, რომელიც განერიდა ხატმბრძოლთა რისხვას, დატოვა ნიკეა და ათონის მთაზე ბერად შედგა. იქაურმა მამებმა მისგან შეიტყვეს ნიკეაში მომხდარი სასწაულის შესახებ.

გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: "რაიმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?" ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.

ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ქართველი ბერი, გაბრიელი (ცხოვრება იხილეთ12 ივლისს). წმიდა მტის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ  ივერიელი იუო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: "შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი".

ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ისე გაიარა ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.

ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი ნაპირზე დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად მისულ ბერს ხატი ადგილზე არ დახვდა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: "გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრებდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა".

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

პორტაიტისას, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced