სიახლეები
ცხადდება მსმენელთა მიღება
01/10/2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია, "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის" ფარგლებში აცხადებს მსმენელთა მიღებას.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:
•ფსიქოლოგია;
•ტრადიციული რელიგიები საქართველოში;
•სასულიერო ხელოვნება და სიმბოლიკა (ტრადიციულ რელიგიებში);
•ძველი და ახალი აღთმქმა;
•სახელმწიფო და რელიგია - საქართველოს მაგალითი, საერთაშორისო პრაქტიკა;
•ადამიანის უფლებები - უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება;
•ეთიკა და ესთეტიკა. ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა;
•აღმოსავლური ლიტერატურა და ხელოვნება;
•ევროპული ლიტერატურა და ხელოვნება;
•პროგრამით გათვალისჭინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები: მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების დათვალიერება, კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასწრება;
ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.
სალექციო კურსი დაიწყება 2015 წლის 5 ნოემბერს და ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, 16 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში.
ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს. ერთი ლექციის ხანგრძლივობა შეადგენს ორ აკადემიურ საათს.
სტუდიაში მსმენელებად მიიღებიან 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, 12 სთ-დან 17 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: info@patriarch.ge
ცნობებისათვის დარეკეთ ტელ.: 298 49 76.
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სტუდ. ბილეთის ქსეროასლი.
“ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Visioon”-ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















