Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


CD

საქართველოს სულიერი საგანძური

29/09/2015

გამოიცა "საქართველოს სულიერი საგანძურის" პირველი წიგნის და CD კომპლექტი - "ეს საქართველოა" ქართულ-ინგლისურ ენებზე.

კომპაქტ დისკზე - უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფის გარსში განთავსებულია საქართველოს ყველა კუთხის თითო მრავალხმიანი სიმღერა და გელათისა და სვეტიცხოვლის კილოს ორი საგალობელი, რომელთა არამხოლოდ მოსმენა, არამედ ვიზუალიზაციის მეშვეობით დეტალურად და სრულფასოვნად შესწავლა შეუძლია მუსიკალური განათლების არმქონე (მათ შორის უცხოენოვან) მომხმარებელს.

წიგნში განთავსებულია ფოტომასალით გაფორმებული აკადემიური ტექსტები კულტურის ძეგლებისა და ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ ქართულ-ინგლისურ ენებზე.

ამ უნიკალური პროდუქტის სახით მსოფლიო აუდიტორიას მიეწოდება საუკეთესო ქართული ბრენდი.

ის საქართველოს ერთგვარი სავიზიტო ბარათია მსოფლიო აუდიტორიის წინაშე.

https://www.facebook.com/ArtGeorgia17/videos/926309600774275/?pnref=story

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced