Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Jvari Makhata

პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა

20/09/2015

20 სექტემბერს პატრიარქმა მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა. ჯვრის კურთხევამდე მან მრევლს ქადაგებით მიმართა.

“მოწმენი ვართ, რომ ღვთისმშობელი, რომელიც სრულიად საქართველოს პატრონია, არ ტოვებს თავის მამულს და წილხვედრ ქვეყანას და ამისთვის ჩვენ დიდებას და მადლობას ვუძღვნით”, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლთან ერთად ლოცვა “მოწყალებისა კარი განგვიღე…” წარმოთქვა. პატრიარქმა პარაკლისი აღასრულა და ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო. ჯვრის კურთხევის დასრულების შემდეგ მრევლს ჯვარზე მთხვევის საშუალება ჰქონდა. მომლოცველებს ღვითისმშობლის ხატები გადაეცათ. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ ღვთიმსშობლის ხატის უკანა გვერდზე დაწერილი ლოცვა “მოწყალებისა კარი განგვიღე…” წაიკითხონ.

ჯვრის კურთხევას თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეკურთხა ჯვარი, რომელიც უნდა აღიმართოს იმ ტაძრის გუმბათზე, რომელსაც მთელი საქართველო აშენებს. ვინაიდან ამ პროცესში თითოეული ჩვენი თანამოქალაქეა ჩართული, ყველაფერი შენდება და კეთდება ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს გვინდა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced