სიახლეები
საკვირაო ქადაგება
21/09/2015
20 სექტემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქი მოსკოვის სასულიერო სემინარიის და აკადემიის რექტორს, ვერიის მთავარესპისკოპოსს ევგენის მასპინძლობს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მან მოსკოვის სასულიერო სემინარია 1960 წელს დაამთავრა.
“მისწავლია ამ წმინდა მონასტერში რვა წლის განმავლობაში. ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი საბადოა. მე გულითადად მივესალმები მთავარეპისკოპოს ევგენის, მის თანმხლებ პირებს, უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. იმედი მაქვს, რომ სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება და საქართველო აფხაზეთსა და და სამაჩაბლოს დაიბრუნებს. საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ჩვენ ღვთისმშობელ დედას შევთხოვთ, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ეკლესიებში”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორს წმინდა სამების ხატი გადასცა. თავის მხრივ, სამებაში შეკრებილ მრევლს მთავარეპისკოპოსმა ევგენიმაც მიმართა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის შეთანხმება და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















