Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Cathedral

საკვირაო ქადაგება

06/09/2015

6 სექტემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა არქიმანდრიტმა შიომ (ლომიძე). მან მორწმუნეებს რამდენიმე იგავი უამბო რწმენისა და ურწმუნოების შესახებ და მრევლს მონანიების, თავმდაბლობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“თუ ადამიანმა ირწმუნა, რომ ქრისტე არის ყოვლადწმიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლადწმიდა სამება არის ჭეშმარიტი ღმერთი და ქრისტე არის ძე ღვთისა ცხოველისა, აღიარებს ამას, მოინათლება და ყველა ცოდვა ეპატიება და იბადება ქრისტიანად. მაგრამ, ამის შემდეგ აუცილებელია ყველა ის მოთხოვნა შეასრულოს, რასაც სარწმუნოება სთხოვს.

ვინც ეკლესიაში მოვიდა, მოინათლა ქრისტიანად, მიიღო ქრისტეს ნათელი და ბეჭედი სულისა წმიდისა, ის ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, პასუხისმგებლობა, რაც აქვს დაკისრებული, თორემ ისე გაცილებით დიდი საფრთხის ქვეშ არის და როგორც ებრაელებს დაემართათ, ურწმუნოებით გარდაჰყვნენ და განიდევნენ ღვთის პირისგან, ასე მარტო ნათლობა ადამიანს თუ საქმეები არ შეეწია, არაფერში დაეხმარება” – ბრძანა არქიმანდრიტმა შიომ.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced