სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
28/08/2015
28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ცისა და დედამიწის მფარველია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. იგი საქართველოს განსკუთრებული მფარველია. მხოლოდ ეს ფაქტი რომ ყოფილიყო, ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს გაბრწყინებისთვის. საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია. ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდაღვთისმშობელმა გადააფარა კალთა და იცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან”, – ბრძანა უწმინდესმა.
როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, მოციქულებს წესად ჰქონდათ, როდესაც სუფრასთან დასხდებოდნენ, ორ ადგილს ტოვებდნენ, ერთი მაცხოვრისთვის იყო განკუთვნილი, მეორე – ღვთისმშობელისთვის. მოციქულები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მაცხოვარი მათთან ერთად უხილავად იყვნენ.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს, მოიღოს მადლი და წყალობა ჩვენზე და უფლის კურთხევა და მფარველობა ყოფილიყოს საქართველოზე.
ქადაგებისას პატრიარქმა გაიხსენა “ქართლის ცხოვრება” და აღნიშნა, რომ არაერთი შემთხვევაში ყოფილა აღწერილი “ქართლის ცხოვრებაში”, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაარჩინა მტრებისგან საქართველო.
უწმინდესის თქმით, ჩვენ ხშირად მივმართავთ ლოცვით მფარველობისთვის ღვთისმშობელს “მოწყალებისა კარგი განგვიღე” და მიმართა მრევლს, მასთან ერთად ეთქვათ ეს ლოცვა კიდევ ერთხელ. პატრიარქთან ერთად მრევლმა სამჯერ ამ ლოცვით მიმართა ღვთისმშობელს.
ქადაგების ბოლოს, უწმინდესმა სასულიერო პირები დააჯილდოვა.
დღევანდელ სადღესასწაულო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.
მთავრობის მეთაურმა მართლმადიდებელ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
“მინდა მთელს საქართველოს, ჩვენს ხალხს მივულოცო მარიამობა. დღეს არის განსაკუთრებული დღე. ჩვენი ერი ყოველთვის გრძნობს ღვთისმშობლის მფარველობას, სწორედ ამიტომ სასწაულებრივად საუკუნეების მანძილზე უამრავი სირთულე გამოვიარეთ ღვთისა და ღვთისმშობლის შეწევნით. მე მჯერა რომ ჩვენ კვლავაც გავიმარჯვებთ ღვთისმშობლის მფარველობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს სიონის საკათედრო ტაძარში 19.30 საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შესრულდება ავადმყოფთა და უძლურთათვის, რომელსაც თავად პატრიარქი შეასრულებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















