სიახლეები
არაბი მართლმადიდებლების ვიზიტი
21/08/2015
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში განაცხადა.
"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. სტუმრად არიან ისრაელიდან, წმინდა მიწიდან არაბი სასულიერო პირები, პეტერბურგიდან – ქართველები და რუსეთის წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ტაძარში იმყოფებიან ოსები, ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან და სხვა პირები.
პატრიარქის შემდეგ მრევლს ტაძარში მყოფმა წმინდა იოაკიმეს და ანას სახლის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მელეტიოსმა მიმართა. მისივე თქმით, იგი არის არაბი მართლმადიდებელი გალილეადან, რომელსაც საქართველოში დღეს 50 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩამოყვა. არქიმანდრიტმა საუბრისას აღნიშნა, რომ მეხუთედ იმყოფება საქართველოში და იღებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.
არაბმა არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ არ არსებობს საკმარისი ოქრო და ძვირფასეულობა, რომ მადლობა შეწიროს საქართველოს პატრიარქს მისი მსახურებისათვის. არქიმანდრიტმა მელეტიოსმა უწმინდესს საჩუქრად გადასცა ღვთისმშობლის შობის ადგილიდან წამოღებული წმინდა ნაწილი.
უწმინდესმა ერთი მხრივ, მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ მელეტიოსს საჩუქრისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამ წმინდა ნაწილს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"ღმერთმა მადლი დაგიბრუნოთ", - განაცხადა პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















