სიახლეები
პატრიარქმა აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგო
10/08/2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგო.
პატრიარქი გუშინ მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. უწმინდესმა გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებლად სანთლები დაანთო. მემორიალთან მასთან ერთად სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.
"ძალიან მტკივნეულ დღეს ძმათა სასაფლაოზე მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი. მან დაიტირა გარდაცვლილები და ამავე დროს გაამხნევა და ანუგეშა ჭირისუფალი. ის, რისთვისაც ამ ბიჭებმა გაიღეს სიცოცხლე, არის უმაღლესი საზომი ჩვენი ცხოვრების და ისინი მარადიულ სასუფეველში გადავიდნენ. როგორც პატრიარქი ბრძანებს, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი", - განაცხადა მთავარმა სამხედრო მოძღვარმა მამა დავით ლონდარიძემ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















