Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Georgian Patriarchate

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

14/07/2015

საქართველოს საპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებელ ნაბიჯად აფასებს.

საპატრიარქოს სახელით განცხადება დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ გააკეთა.

“ცნობილი გახდა, რომ ახლახანს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ დე ფაქტო საზღვრის ხაზი კვლავ გადმოიწია. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. არაერთხელ აღგვინიშნავს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს თავი დაიცვას მსგავსი შემოტევებისგან”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced