სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
22/06/2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას "ყოველთა ქართველთა კონგრესის" ჩატარებასთან დაკავშირებით მიესალმება.
როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის შესანიშნავი იდეა.
"მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას "ყოველთა ქართველთა კონგრესის" ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ.
გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მაქსიმალურად შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას", - ნათქვამია პრემიერის განაცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლობას ყოველთა ქართველთა კონგრესის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ეს ინიციატივა მისმა უწმინდესობამ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას გააჟღერა, სადაც უცხოეთში მყოფ ქართველებზე ისაუბრა და მათი აღრიცხვის სურვილი გამოთქვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















