სიახლეები
გარდაცვლილთა სულის მოსახსენიები პანაშვიდი
16/06/2015
15 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი შესრულდა.
“ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს გაიზიარონ ეს მწუხარება და მიიღონ მონაწილეობა”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა მიმართა თბილისში მოქმედი ტაძრების წინამძღვრებს, მოძღვრებს ყურადღება მიაქციონ გარდაცვლილთა ოჯახებს ამ გაჭირვების ჟამს.
“მე მინდა ასევე დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოიჩინა რაღაც საოცარი თავდადება და მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა დასახმარებლად”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, იგი გუშინ იყო გასული და ნახა როგორ შრომობდნენ ახალგაზრდები თავდადებით.
“მწუხარება იმედია სიხარულით შეიცვლება და ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ჩვენი ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი არ განმეორდეს. უნდა იყოს გათვალისწინებული ის რაც მოხდა და აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა”, – განაცხადა უწმინდესმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















