Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Candles

15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

15/06/2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ყველაფერს მოევლება, თუმცა ყველაზე დიდი ტრაგედია და ტკივილია ადამიანების სიცოცხლე, რომელიც დავკარგეთ და ვერ დავაბრუნებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, დაღუპულთა ოჯახები 10-10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, უკვე გამოიყო 10 მილიონი ლარი.

პრემიერის თქმით, არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი 15 ივნისი ასევე უქმე დღედ გამოცხადდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.

15 ივნისს, გლოვის დღეს, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00სთ-ზე დაირეკება გლოვის ზარები და გადახდილი იქნება პანაშვიდი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced