Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

08/06/2015

7 ივნისს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, დღევანდელ საზოგადოებას აღარ უნდა მიწაზე მუშაობა და ეძებს ისეთ სამუშაოს, სადაც ფიზიკური შრომა ნაკლებია. “ყოველ პერიოდს ახასიათებს თავისი რაღაც ისეთი თვისება, რომელიც ადრე არ ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება სხვისგან. ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა მოეპოვებინა მიწა, ემუშავა, ეშრომა თავის მიწაზე. დღეს ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას, ეძებს ისეთ შემოსავალს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. ფსალმუნში ჩვენ ვკითხულობთ: მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდი. აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გვაჩვენოს გზა. უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. იმის მაგივრად, რომ მივყვეთ უფლის სიტყვებს, ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და იკავებს ჩვენს მიწა-წყალს. ამიტომ მოგმართავთ ყველას, იფიქროთ თქვენს თავზე, თქვენს შვილებზე, ჩვენს მომავალზე… ჩვენი მიწა-წყალი დალოცვილია. ამიტომ ვიფიქროთ ამაზე და შრომას მოვკიდოთ ხელი. ფიზიკური შრომა ეს არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა. შევთხოვ უფალს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც წასულია უცხოეთში, მალე დაბრუნდეს, დაუბრუნდეს თავის მიწას. ქართული მიწა გადაგვარჩენს”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესმა მრევლს მოუწოდა მეფუტკრეობის საქმე შეისწავლოს. მისი თქმით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გახსნილია მეფუტკრეობის სასწავლებელი და ეს არის ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე შემოსავლიანი საქმე ადამიანისთვის. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ამ დიდ ხელოვნებას ყურადღება მიაქციონ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced