Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Holy Thrinity Cathedral

სულთმოფენობა – სადღესასწაულო ქადაგება

01/06/2015

31 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსახურება აღავლინა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. დღეს სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულიც აღნიშნება.

სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) იქადაგა.

“როგორც მისმა უწმინდესობამ თქვა, სამების ტაძრის აშენება ნიშნავდა სულიერი ტაძრის აშენებას იმ ნგრევის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ერმა და ქვეყანამ გამოიარა. ეს არის ერის ერთობლივი ლოცვა, რომელსაც მისი უწმინდესობა წინამძღოლობს. მისი უწმინდესობის ლოცვით ხდება ეს სასწაული – ივერიის გამთლიანება და გაბრწყინება დედა ეკლესიაში, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობის სულში, ეს არის გზა, რომელიც ქართველ ერს მოუტანს დიდებას, სულიერ ამაღლებას, სიხარულს და კეთილდღეობას”, – მიმართა ერს მიტროპოლიტმა დანიელმა.

სამების საკათედრო ტაძარში, უწმიდესის ლოცვა კურთხევით დღეს რამდენიმე გვარი დალოცეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced