სიახლეები
მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია - ქიმია ხვალ 2015
30/05/2015
2015 წლის 31მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ტარდება მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია "ქიმია ხვალ 2015".
მოსწავლეთა კონფერენცია "ქიმია ხვალ-2015" ორგანიზებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სკოლის "ქართული სასწავლებელი“, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS და თბილისის 155-ე , 6-ე საჯარო სკოლის მიერ და მიზნად ისახავს ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას, აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოვლენას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადებას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტერგრაციისადმი ხელისშეწყობას.
კონფერენციის პარტნიორები არიან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო, ტურისტული კომპანია "Toba Travel", ინოვაციებისა და განვითარების ფონდი, შვედური კომპანია "ორიფლეიმი", ლუდსახარში "ზედაზენი", საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია - "JCI საქართველო", არასამთავრობო ორგანიზაცია - "ქალები საქართველოსთვის".
კონფერენციის დახურვისას მოხდება წარჩინებული მოსწავლეებისათვის სერთიფიკატების გადაცემა და დაჯილდოვება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















