Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Logo

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26/05/2015

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია. 97 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. თუმცა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ  დაახლოებით ორწელიწადნახევარში შეწყვიტა არსებობა, რადგან საბჭოთა რუსეთმა მოახდინა მისი ოკუპაცია.  

1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტი გამოსცა. ეს, ფაქტობრივად,საქართველოს სამეფოს გაუქმებას ნიშნავდა. გენერალმა კნორინგმა ქართველ ხალხს ჯარით გარშემორტყმულ სიონში წაუკითხაიმპერატორის განაჩენი. ქვეყანა, რომელსაც თითქმის ათი საუკუნე მართავდა ბაგრატიონთა დინასტია, რუსი მთავარმართებლისხელში გადადიოდა. 

იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდამმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოშიმცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამორჩეული მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს იმპერიისპოლიტიკის წინააღმდეგ; დაწესდა ცენზურა.  

ქართველები უდრტვინველად არ შეგუებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას, მაგრამ აჯანყებებსა და შეთქმულებებს რუსეთისუზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შედეგი არ მოჰყოლია. ქართველებმა დროებით ჩააგეს ხმლები და, წარსულის სევდითგანმსჭვალულებმა, მწერლობაში ჰპოვეს ნავსაყუდელი. ასე დაიწყო საქართველოში რომანტიზმის ხანა. XIX საუკუნის 60-იანიწლებიდან კი თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა. 

„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, - ლელთ ღუნიას ეს სიტყვები მთავარ იდეად გასდევდა XIX საუკუნის მეორე ნახევრისქართულ აზროვნებას. „ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის წარსულს ივიწყებს“, ამიტომაც თერგდალეულები ყოველნაირად ცდილობდნენ ეროვნული სულის გაღვივებას, თითქოს მომავალი დამოუიკიდებლობისთვის ამზადებდნენქვეყანას. შექმნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამოუშვეს ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღადგინეს ქართულითეატრი, დააფუძნეს ქართული სათავადაზნაურო ბანკი. 1905 წლიდან კი უკვე აშკარად დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. 

ისევე, როგორც ყველა სხვა იმპერიამ, მეფის რუსეთმაც ამოწურა თავისი ძალები. სახელმწიფოს შიგნით გაჩენილიწინააღმდეგობები 1917 წლის რევოლუციაში გადაიზარდა და საბოლოოდ დაასამარა რომანოვთა სამასწლიანი დინასტია. რუსეთსკავკასიისთვის აღარ ეცალა. საქართველოს ბედის შესაცვლელად ხელსაყრელი დრო დადგა. პირველმა ეს შესაძლებლობაქართულმა ეკლესიამ გამოიყენა. 1917 წლის მარტში სიონის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულოეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.  

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები - მენშევიკები,რომელთაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში სხვადასხვა პოსტი ეკავათ. რევოლუციურ პეტერბურგთან შედარებითთბილისი ოაზისს ჰგავდა, მაგრამ პრობლემებმა აქაც მალე იჩინა თავი. რუსეთის ახალ ხელისუფლებას აღარ სურდა გერმანიასადა თურქეთთან ომის გაგრძელება. კავკასიის ფრონტი დაიშალა, საქართველოს კი თავისი არც ხელისუფლება ჰყავდა და არცარმია, თავი რომ დაეცვა.  

მენშევიკებმა 1918 წელს მოიწვიეს სეიმი, რომელსაც ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის მართვა უნდა ედო თავს. სეიმმა გამოაცხადა,რომ ამიერკავკასია რუსეთს გამოეყო. მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა „საჩუქარი“ მოუმზადა თავისუფლების გზაზე შემდგარქვეყნებს. საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში დადო ზავი, რომლითაც ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებს გერმანიისმოკავშირე თურქებს უთმობდა.  

თურქებთან მოსალაპარაკებლად ბათუმში ახალშექმნილი სეიმის მრავალეროვანი დელეგაცია ჩავიდა. მოლაპარაკება, რაღა თქმაუნდა, უშედეგო აღმოჩნდა. თავი იჩინა ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესთა სხვადასხვაობამაც: თუ საქართველო და სომხეთივერ ეგუებოდნენ თავიანთი მიწა-წყლის დაკარგვას, აზერბაიჯანი ერთმორწმუნე თურქეთთან წინააღმდეგობას არ აპირებდა.  

როცა საკითხის მოგვარების ყველა იმედი ამოიწურა, ქართულმა დელეგაციამ გამონახა გადარჩენის ერთადერთი გზა -დამოუკიდებლობა. საქართველო არ ცნობდა ბერსტ-ლიტოვსკის ზავს და გერმანიის მოკავშირე გახდებოდა, ხოლო გერმანიისმეორე მოკავშირე, თურქეთი, იძულებული იქნებოდა, შეგუებოდა ვითარებას.  

სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური პროგრამა ეროვნული იდეალებისგან შორს იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაშიყოფნის ექვსმა თვემ მათ ცხადად დაანახა, რომ არავითარი ზოგადსაკაცობრიო იდეა არ იდგა მამულიშვილურ ვალზე მაღლა.  

აი, რას წერდა მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზ. ავალიშვილი: „ამ განსაკუთრებულ წუთში როგორ არ გვესმინაისტორიული სტიქიების გუგუნი, როგორ არ ყურადგვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია აღარ არის... აი, დამოუკიდებლობამ კარზემოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა!..“  

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლისპირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა უამრავი მამულიშვილი: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.

26 მაისის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებიდან  73 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced