Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Poster

საერთაშორისო ფესტივალი - აღდგომიდან ამაღლებამდე

20/05/2015

ძვირფასო მეგობრებო, მე-10-ე საიუბილეო კლასიკური მუსიკისა და აკადემიური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სრული ანშლაგით ჩაიარა სერგეი ბაბაიანის (აშშ) და გამოჩენილი ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას კონცერტმა. კონცერტის დასასრულს აპლოდისმენტები არ წყდებოდა! აღფრთოვანებულ მსმენელს დარბაზის დატოვება დიდხანს არ სურდა! მუსიკოსებმა რამდენიმე ნაწარმოები ბისზე შეასრულეს. ეს იყო მე-10-ე საიუბილეო ფესტივალის თბილისური საღამოების გრანდიოზული და ამაღლებული დასასრული!

21 მაისს, ტრადიციულად, ფესტივალის დასკვნითი საღამო ბათუმში გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობენ: თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), გია იაშვილი (ვიოლინო) და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.

ამით ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ერთგულ მსმენელს მომავალ წლამდე ემშვიდობება!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced