Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Poster

ფესტივალი - აღდგომიდან ამაღლებამდე

08/05/2015

გრძელდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“.

16 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, შედგება ალექსანდრე სკრიაბინის საღამო, რომელიც ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს.

მონაწილეობენ: თამარ შალვაშვილი, ქეთევან ბადრიძე, დიმიტრი ლევკოვიჩი, მაქსიმ მოგილევსკი, ანა ლარსენი, ცოტნე ცოცხალაშვილი, იორგოს მანურისი, სერგეი მარკოსიანი.

დასაწყისი: 19:00 სთ.

17 მაისს, გაიმართება კამერული მუსიკის საღამო, რომელიც მიეძღვნება ქალაქ იერუსალიმის დღეს.

მონაწილეობენ: ხენ ციმბალისტა - დასარტყამი საკრავები (ისრაელი) და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

პროგრამაშია: ვივალდი, ბახი, როზაურო, პიაცოლა, ყანჩელი...

დასაწყისი: 19:30 სთ.

18 მაისს გაიმართება კონცერტი-მარათონი. შესრულდება ალექსანდერე სკრიაბინის ეტიუდები, პრელუდიები, პოემები. კონცერტი ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს.

კონცერტში მონაწილეობენ: თამარ ლიჩელი, ალექსანდრე ვასაძე, ირმა გიგანი, თამარ შალვაშვილი, ქეთევან ბადრიძე, დიმიტრი ლევკოვიჩი, შონ ბოტკინი, მაქსიმ მოგილევსკი, ტოვერ გევირცმანი, ლანა სურანი, ანა ლარსენი, ბაიჩაო ლანი, ცოტნე ცოცხალაშვილი, ანი ტაკიძე, სალომე ჩიტაია, დავით ხრიკული.

დასაწყისი: 18:00 სთ.

19 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, შედგება საფორტეპიანო მუსიკის საღამო.

მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, სოლისტები - სერგეი ბაბაიანი (აშშ) და ალექსანდრე კორსანტია.

დასაწყისი: 19:30 სთ.

გელით დაუვიწყარ საღამოებზე!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced