Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Atskuri

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა იწყება

07/05/2015

6 მაისს, ქაშვეთის ტაძარში, წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, როგორც არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა განაცხადა, 10 მაისიდან აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა იწყება.

11 მაისს გონიოში წმინდა მოციქული მატათას საფლავზე აღევლინება წირვა, 12 მაისს წირვა ჩატარდება ხულოში, 13 მაისს- ახალციხეში, 14 მაისს წირვა ჩატარდება ბორჯომში და პარაკლისი ხაშურში, ხოლო 15 მაისს წირვა გაიმართება გორში. 16 მაისს 10:00 საათზე, წირვა ჩატარდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, 14:00 საათზე მანქანებით მსვლელობა გაიმართება მცხეთიდან თბილისისკენ. 15:00 საათზე ვარდების მოედნიდან ფეხით მსვლელობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძრისკენ, საიდანაც 17:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხედის პარაკლისს და დალოცავს მრევლს.

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დასვენებული იქნება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაატარებს წირვას და დალოცავს ოჯახებს.

“ჩვენს ქვეყანაში უნდა აღდგეს გამორჩეული პატივისცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატისადმი, როგორც ეს იყო საუკუნეთა მანძილზე. მარადჟამთა ავბედობის გამო დავივიწყეთ, რადგან იგი უფალმა ჩვენს შემწედ დაგვიდგინა”, – ბრძანა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced