სიახლეები
საკვირაო ქადაგება
03/05/2015
3 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა აგარისა და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ.
როგორც მეუფემ ქადაგებისას ბრძანა, დღეს ჩვენ მოვისმინეთ, როგორ განკურნა უფალმა განრღვეული 38 წლის ავადმყოფი. განრღვეული მისივე თქმით, თანამედროვე ენაზე პარალიზებულ ადამიანს ნიშნავს და ახალი აღთქმის განკურნება ძალიან ჰგავს ძველი აღთქმის იობის ცხოვრებას.
მეუფემ ქადაგებისას წმ.იობის ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: “როცა იყო მდიდარი, ჯანმრთელი, პატივცემული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მართალი ღვთის წინაშე, ძალიან შორს იყო ღმერთით და როცა ავად, მიტოვებული და შორს იყო, ახლობლების, მეგობრებისგანაც მიტოვებული იყო. მივიდა ამ დროს მასთან უფალი და ესაუბრა მას. ეს გახლავთ მარადისობის ფორმულა…
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტი მორჩილება და ჭეშმარიტი ლოცვა. 38 წლის განმავლობაში, როდესაც ამ ადამიანმა შეინარჩუნა იმედი და სასოება, თვით უფალი მიდის მასთან. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი არის მდაბალი გულით, უმანკო და მშვიდი. ამ დროს მისი ლოცვა მიდის უფალთან.”
მეუფემ თავმდაბლობისა და მორჩილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მიუხედავად განსაცდელებისა, რომელიც არის ჩვენს ცხოვრებაში, სახელმწიფოს გარშემო, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავმდაბლობა, მორჩილება, სასოება და აუცილებლად დაგვეხმარება ღმერთი. შეიძლება ადამიანი იყოს პარალიზებული, მაგრამ მთავარი ორგანო- გული არ უნდა იყოს პარალიზებული. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხმა, მაგრამ გული უნდა შევინარჩუნოთ და ვეცადოთ მის განწმენდას. შეიძლება ადამიანი რეანიმაციაში იყოს, მაგრამ მისი გულიდან ამოსული ლოცვა უფალთან მიდის. ღმერთმა მოგვანიჭოს გული გონიერი,” – ბრძანა მეუფე გრიგოლმა.
მეუფემ ქადაგების დასასრულს გვარები დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















