Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Nino Machaidze

ნინო მაჩაიძის სოლო კონცერტი

17/04/2015

გუშინ, 16 აპრილს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კლასიკური მუსიკის მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გახსნით საღამოზე, ჩატარდა მსოფლიოში აღიარებული სოპრანოს - ნინო მაჩაიძის სოლო კონცერტი. ნინო მაჩაიძეს პარტნიორობას უწევდა შესანიშნავი ტენორი შალვა მუქერია. ორკესტრს დირიჟორობდა დავით კინწურაშვილი. პროგრამაში იყო მოცარტი, როსინი, ფალიაშვილი, დონიცეტი, ბელინი, ვერდი, გუნო, პუჩინი...

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ნინო მაჩაიზე „ბის“-ზე ოთხჯერ გამოვიდა სცენაზე. მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. კონცერტის დამთავრების შემდგომ აპლოდისმენტები 20 წუთს გაგრძელდა.

კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ნინო მაჩაიძის, კონცერტში მონაწილე ყველა მუსიკოსის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გადაწყვეტილებით, კონცერტიდან შემოსული თანხა და მუსიკოსების ჰონორარები გადაერიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ ონკოლოგიური სენის მქონე ბავშვების დასახმარებლად.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced