Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


April 9

9 აპრილი

09/04/2015

“ძმანო და დანო! საქართველოს ოსტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი! როდესაც, ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი… ღვთის წინაშე!”

მერაბ კოსტავა

1985 წელს საბჭოთა კავშირში გარდაქმნის კურსის გამოცხადამ, რამელიც დანგრევის პირას მისული სსრკ-ს მოდერნიზაციისთვის მოიგონეს „დემოკრატიის მამებმა”, გამოიწვია საბჭოთა კავშირის შემადგენელობაში ძალადობით შეყვანილი სახელმწიფოებში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობა. ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ ყველაზე დიდი მასშტაბები მიიღო საქართველოში, ჩამოყალიბება იწყეს სხვადასხვა პარტიებმა და პოლიტიკურმა ოროგანიზაციებმა, რომელსაც მაშინ არაფორმალურ გაერთიანებებს უწოდებდნენ. გაჩნდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და საქართველოს გათავისუფლებისა, რომელსაც ყოველთვის სათუთად, გულში ინახავდა ქართველი კაცი.

ეროვნულმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ედგნენ, განსაკუთრებით მძლავრი ხდება 1988 წლიდან. ქართველი მამულიშვილების ძალისხმევით ეწყობოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები საბჭოთა ხელისუფლების დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. 1989 წლის 4 აპრილს საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის და დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგი წამოაყენეს. მიტინგის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა დაიწყო პოლიტიკური შიმშილობა.

ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნები კომუნისტური ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადამჭრელი ზომები მიეღო და ძირშივე აღეკვეთა ეროვნული მოძრაობის გაძლიერება. 1989 წლის 8 აპრილს, კრემლის დავალებით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მხარი დაუჭირეს მომიტინგეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების წინადადებას. იმავე დღეს გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მკაცრდებოდა მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების აღკვეთის მიზნით მიიღეს.

9 აპრილის დილისათვის მიტინგის დასაშლელად გამოყენებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოისროლეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ასობით ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი. დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

სამხედრო ჯავშანმანქანების კოლონა, რამდენიმე ასეული ჯარისკაცის თანხლებით, იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინა მოედანზე და შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. სადამსჯელო ჯარებმა, რომელსაც გენერეალი ი. როდიონოვი ხელმძღვანელობდა, ქართველი მამულიშვილების აქცია სისხლში ჩაახშო. საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა გაუგონარი სისასტიკით დაშალეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც მოედანზე დარჩა 19 მოკლული ადამიანის, აქედან 16 ქალის (მათ შორის, ერთი ორსულის) გვამი. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა, მრავალი კი დაიჭრა. 9 აპრილს კომუნისტურმა სადამსჯელო ორგანოებმა ადამიანების მოსაწამლად გამოიყენეს მანამდე უცნობი ქიმიური შემადგენლობის მომწამვლელი გაზი, რომლის გამოყენებაც აკრძალული იყო საერთაშორისო კონვენციით.

9 აპრილის სისხლიანმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნული მოძრაობა, კიდევ უფრო შეუპოვარი გახდა ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. და აი, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი ქართველების ხსოვნის დღე არის…

9 აპრილს დაღუპულთა სია:

აზა ადამია, 22 წლის

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის

ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის

ნატო გიორგაძე, 23 წლის

თამუნა დოლიძე, 28 წლის

თინა ენუქიძე, 70 წლის

ნინო თოიძე, 25 წლის

ზაირა კიკვიძე, 61 წლის

მანანა ლოლაძე, 33 წლის

თამარ მამულიშვილი, 50 წლის

ვენერა მეტრეველი

მამუკა ნოზაძე, 22 წლის

ნანა სამარგულიანი, 41 წლის

შალვა ქვასროლიაშვილი,

მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის

ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის

თამარ ჭოველიძე, 16 წლის

ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის

მზია ჯინჭარაძე, 43 წლის

მანანა მელქაძე, 23 წლის

გია ქარსელაძე, 25 წლის

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced