Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Buxus-microphylla-sinica

სადღესასწაულო ქადაგება

05/04/2015

5 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ბზობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“სახარებაში წერია, რომ მთელი ქალაქი შეიძრა, როცა უფალი იესო ქრისტე შედიოდა იერუსალიმში და მთელი მოსახლეობა ელოდა იმას, რომ უფალი იესო ქრისტე დაბრძანდებოდა ტახტზე დავითისასა. მიწიერ მეფეს ელოდნენ ისინი, მაგრამ იესო ქრისტე ტიროდა, რადგან ცვალებადია ადამიანი. ხალხი ღაღადებდა და ამბობდა “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელისა უფლისათა”. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს, ჯვარს აცვი იესეო. ასეთი ცვალებადია ადამიანი, როგორც ამბობს მეფე დავით წინასწარმეტყველი: ყოველი კაცი ცრუ არს. და აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს, ეს სიხარული გაგვიგრძელოს. ამ სიხარულის, დღესასწაულის შემდეგ მართალია, ჯვარცმა მოდის, თუმცა ჯვარცმის შემდეგ აღდგომა და ამაღლება მოდის.

უფალი ტიროდა იმიტომ, რომ ეს იყო შესვლა იერუსალიმში და ეს იყო სიკვდილთან შეხვედრა. უფალი ხედავდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი, ჯვარცმა ელოდა. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვრწმუნდებით იმაში, რამდენად სუსტია ადამიანი, სიკეთე და ბოროტება რამდენად ახლოსაა ერთმანეთთან და როგორ უჭირს ადამიანს ბოროტების დათმობა და სიკეთის კეთება. თითქოს სიკეთეს უფრო ძნელად ვაკეთებთ, ვიდრე ბოროტებას. ამიტომ შევთხოვ უფალს, რომ მან ძალა და მადლი მოგვცეს”, – ბრძანა პატრიარქმა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ჩვენ უფალს შევთხოვთ, დალოცოს საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი.

უწმიდესის თქმით, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამშაბათს აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა ხარების ტაძარში, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს.

“სამშაბათი არის ხარების დღესასწაული. ხარების ტაძარია აქ და საზეიმო წირვა-ლოცვა იქ შესრულდება. კალენდარში წერია, რომ ხსნილია თევზით, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილი ქვეყანაა. ასევე ტაძრის დღესასწაულია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავახსნილოთ ხიზილალით და ზღვის ნაწარმით. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ხიზილალა და ზღვის ნაწარმი. გილოცავთ და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა მწუხარე ადამიანმა გაიხაროს, ყოველი ავადმყოფი ადამიანი ძლიერი გახდეს”, – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების შემდეგ უწმინდესმა ბზა აკურთხა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced