სიახლეები
საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“
31/03/2015
გაიხსნა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ახალი ვებ-საიტი - www.easterfestival.ge
წელს ფესტივალს იუბილე აქვს - მას ათი წელი უსრულდება.
საიტზე განთავსებულია ფესტივალის დაარსებისა და მისი ათწლიანი მოღვაწეობის ისტორია, სიახლეები, ვიდეო და ფოტო ალბომები, წლევანდელი, საიუბილეო ფესტივალის, პროგრამა და სხვა საინტერესო ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი დაარსდა 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. დამფუძნებლები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და „აკაკი რამიშვილის ფონდი – ტრადიცია და ინოვაცია“.
2006-2010 წლებში ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობა გაუწიეს გამოჩენილმა მუსიკოსებმა მარინე იაშვილმა, ლიანა ისაკაძემ, ბიძინა კვერნაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა; ასევე ახალგაზრდა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკა მემანიშვილმა (ნიკოლოზ რაჭველი).
2011 წლიდან ფესტივალის მუდმივი სამხატვრო ხემძღვანელია მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















