Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

22/03/2015

22 მაარტს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ადამიანის ბუნებაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ადამიანი ყველაზე დიდი სასწაულია.

“ადამიანი მუდამ ეძებს სასწაულს. ყოველ წუთში სასწაულს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ მას. ჩვენ ის ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია. ყველაზე დიდი სასწაული არის თვითონ ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, ვიცით, რომ ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. ადამიანმა მსგავსება ღვთისა თავისი სულიერი მოღვაწეობით უნდა მოიპოვოს. ყველაზე დიდი არის ის, როცა ადამიანი გრძნობს, თუ ვინ არის იგი. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის ხატება ღვთისა, ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანიშნულება, თავისი მოვალეობა, თავისი ადგილი უნდა იპოვოს. ყოველი ადამიანი არის უდიდესი ქმნილება ღვთისა და უდიდესი სასწაული. ეს დიდება ჩვენ ჩვენს თავში უნდა დავინახოთ. მახსენდება ჩემი სტუდენტობის დრო. მყავდა სულიერი გამოცდილი მოძღვარი, პროფესორი, დეკანოზი კოზლოვი. მახსოვს, მისი ქადაგება: – ორი ასტრონომი სეირნობს. ერთი ეუბნება მეორეს: – მთელი სიცოცხლე პლანეტებს და კოსმოსს ვსწავლობ და არსად ღმერთი არ დამინახავსო. მეორე ეუბნება: ჩაიხედე გულში და გულში დაინახავ ღმერთსო. გვავიწყდება, ჩავიხედოთ გულში, ჩავიხედოთ სულიერი თვალით და ღმერთს აუცილებლად დავინახავთ, ხოლო თუ დავინახავთ ღმერთს, ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება მადლიერების, მადლობის გრძნობა გრძნობა”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა. ეს დღე ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. მადლობის ლოცვა და წირვა პირველად სვეტიცხოველში შესრულდება. აღდგომის წინა დღეს, შაბათს მსვლელობა დაიწყება. მისივე თქმით, სასურველია, თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება მოზვერი, 7 ცხვარი და უფალს მადლობას შესწირავენ. ხოლო კვირას, 18.00 საათზე შესრულდება სამადლობელო პარაკლისი და სამღვდელოება ქუჩაში ნაკურთხ წყალს ასხურებს.

“ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს.

მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ ყოველ წილიწადს, აღდგომა დღეს მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის და ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე.

დღეს 40 სებასტიელი მოწამისა და ღირსი იოანე კლემქასის ხსენების დღეა. ღირმა იოანეს სულიერი კიბე აღწერა. ღმერთმა ინებოს, ყოველი ჩვენგანი თავისუფლად ავიდეს ამ კიბეზე დაგახდეს ღირსი სასუფევლისა”, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced