Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Sakhareba

მოქვის სახარება

20/03/2015

ქართული კულტურისა და ისტორიის მე-14 საუკუნის ძეგლის, მოქვის სახარების ბეჭდური გამოცემის პრეზენტაცია დღეს, 13:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გამოცემა ხელნაწერის აუთენტურ ფორმატს ინარჩუნებს და 155 უნიკალური მინიატურის რეპროდუქციას შეიცავს. ქართულ ტექსტს თან ერთვის თარგმანი აფხაზურ და ინგლისურ ენებზე.

მოქვის სახარების ბეჭდური ვარიანტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გამოიცა.

პრეზენტაციას საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრებიან.

მოქვის სახარება, უნიკალური ისტორიული ძეგლი და ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია. ოთხთავი გადაწერილია 1300 წელს, აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ხელნაწერი ცნობილია თავისი მდიდრული ტრადიციული ქართული ორნამენტებითა და მინიატიურებით. ხელნაწერში 329 ფურცელი, 155 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 530-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა. ტექსტი შესრულებულია ნუსხურით. 1921 წელს მოქვის სახარება საქართველოს სხვა ეროვნულ საგანძურთან ერთად გადასარჩენად საფრანგეთში გაიტანეს, 1945 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად მოქვის ოთხთავი დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced