Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Elise

ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე გარდაიცვალა

16/03/2015

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე (ჯოხაძე) გარდაიცვალა.

მირტოპოლიტის ცხედარს 17 მარტს, სიონის ტაძარში დაასვენებენ, სადაც 18 და 19 მარტს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები აღევლინება. შემდეგ მეუფეს რაჭაში გადაასვენებენ და იქ დაიკრძალება.

მიტროპოლიტი ელისე საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარე იყო. ერისკაცობაში ელდარ ჯოხაძე, 1949 წლის 16 თებერვალს, ონის რაიონის სოფელი შქმერში დაიბადა. იგი მღვდლად 1885 წელს ეკურთხა, ხოლო ბერად 1996 წელს აღიკვეცა. იმავე წელს მოხდა მისი ეპისკოპოსად კურთხევა. 2000 წელს მეუფეს მთავარეპისკოპოსობა ებოძა. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით, ხოლო 2008 წლის 27 ივნისს, წმიდა წინასწარმეტყველ ელისეს ხსენების დღეს, აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული. ამინ!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced