სიახლეები
საკვირაო ქადაგება
08/03/2015
8 მარტს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა საკუთარ თავთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ჩვენ ვცდილობთ ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებს და ცოდვებს, განიწმინდოს ჩვენი სული, გონება, სხეული, მაგრამ ყველაზე რთული ყოფილა ბრძოლა საკუთარ თავთან. სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი – ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ილია მეორემ აღსარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“აღსარება არის უდიდესი საიდუმლო. წმინდა მამები ამბობდნენ, აღსარება რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდაო. ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, გული წრფელი და წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ლაპარაკობს. ასეთი ადამიანი ჭრელია.
უძველესი დროიდანვე ჰქონდა ადამიანს აღსარების მოთხოვნილება. წარმართები უძველეს დროს ზღვის ტალღებს უყვებოდნენ თავიანთი ცოდვების შესახებ, ხოლო ებრაელები – ვაცს, რომელსაც შემდეგ უდაბნოში უშვებდნენ,” – ბრძანა პატრიარმა.
უწმიდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს.
“ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული”, – ბრძანა პატრიარქმა და მრევლს კურთხევა მისცა, დაწერონ აღსარება, სურვილის შესაბამისად, რადგან ის შეიძლება უდიდესი სულიერი და ლიტერატურული ნაწარმოები გახდეს.
პატრიარქმა დალოცა საქართველოში მყოფი ასურელები და მათი მოძღვარი, მამა სერაფიმე. უწმინდესმა ასურელი მამების ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობისგან. პატრიარქმა ქადაგების დასასრულს, იმედი გამოთქვა, რომ ასურელი ადამიანების დევნა და წამება შეწყდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















