სიახლეები
საპატრიარქოს განცხადება
07/03/2015
ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურია დისკუსია ქალის როლსა და მნიშვნელობაზე, დღეს მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს ქალისა და მამაკაცის უფლებებეზე მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, ქრისტიანულმა სწავლებამ ეს დამოკიდებულება გამორჩეულად ამაღლებულად წარმოაჩინა.
ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით უპირველეს წმინდანად აღიარებული.
ქრისტიანული ოჯახიც განსაკუთრებულია. იგი მცირე ეკლესიად არის გამოცხადებული და მეუღლეებს შორის ურთიერთობა ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის სიმბოლოდაა წარმოჩენილი. ამდენად, ამ წიაღში რაიმე ძალადობა თავიდანვეა გამორიცხული.
პავლე მოციქული ბრძანებს: “ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმა – ქმარს. ცოლი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი და ქმარი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი (I.კორ.7 3-4)”.
მართალია, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა; ოღონდ იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა: ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა.
“მამაკაცებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის (ეფ. 5,25)”.
ამდენად, ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















