Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

02/03/2015

1-ელ მარტს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.

“25 წლის წინ, ღმერთმა ინება და მსოფლიო პატრიარქმა ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება. მართლმადიდებლობის ზეიმი არის ჭეშმარიტების ზეიმი. ეს არის ზეიმი, რომელიც დადგინდა ხატის თაყვანისცემის აღიარების შემდეგ. ჯერ კიდევ VII-VIII საუკუნეში იყო დიდი ბრძოლა ხატის წინააღმდეგ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ხატი არის კერპი და ამიტომ წინააღმდეგი იყო ხატების, თუმცა მერე დადგინდა თაყვანისცემა. მრავალი ხატია სასწაულმოქმედი. ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოში მრავალ ხატს სდის მირონი. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სარწმუნოების განმტკიცებისთვის.

მე მახსენდება ის წლები, როდესაც სადავო იყო ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება მსოფლიო პატრიარქის მიერ. დიდი შრომა, დიდი სულიერი ბრძოლა დაგვჭირდა ჩვენ, ჩვენს მეცნიერებს, რომ აღიარებული ყოფილიყო საქართველოს ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება. 25 წლის წინ ჩვენი დიდი დელეგაცია ჩავიდა მსოფლიო პატრიარქთან, ერთობლივად შევასრულეთ წირვა და ჩვენ გადმოგვცეს ორი სიგელი, სადაც აღიარებს მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას. ეს იყო ყოვლადუწმინდესი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი და დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული”, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას მის ნათლულებს და მათ ოჯახებს მათ დაავალა, მოძებნონ ისეთი გაჭირვებული ადამიანები , რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.

“ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით.

მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. 7 მარადმწვანე ნერგი – კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე”, – ბრძანა პატრიარქმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced