Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Cross

პატრიარქის ფონდი იუბილარია

08/02/2015

8 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს დაარსებიდან 10 წელი უსრულდება.

ფონდის იდეის პრეზენტაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ განხორციელდა 2005 წლის 8 თებერვალს, წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, სამების საკათედრო ტაძარში.

მისმა უწმინდესობამ ამ დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ აღნიშნა: ”დღეს არის განსაკუთრებული, ისტორიული დღე. დღეს ფუძნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის. ეს იქნება ის ფონდი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა. ეს იქნება ის ფონდი, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა განამტკიცოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება; ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვიყავით, ვინა ვართ, და ვინ უნდა ვიყოთ...

ეს ფონდი იზრუნებს არა მარტო სულიერების განმტკიცებისთვის, არამედ კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს მეცნიერებათა აკადემიასთან, ჩვენს უნივერსიტეტებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეცნიერებს დავეხმაროთ; მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება განმტკიცდეს ჩვენში.”

10 წლის განმავლობაში კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ანტინარკოტიკული პროგრამა, დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია, ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, პროექტები - „შეხვედრები ახალგაზრდობასთან“, „ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია“, „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ და კიდევ მრავალი სხვა. ფონდის პატრონაჟითა და დაფინანსებით საფუძველი ჩაეყარა მრავალ პოპულარულ სასწავლო-სამეცნიერო ტელეპროექტს, გამოიცა საღვთისმეტყველო, სამეცნიერო, ისტორიული, სასწავლო-შემეცნებითი თუ  ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნები, შემუშავდა ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი დარგის განვითარების ეროვნული პროგრამა, ფონდმა დააფინანსა XII-XIII საუკუნის ქართული ხელნაწერი ძეგლის „ანჩის სახარების“ რესტავრაცია, მისი ხელშეწყობით ჩაიწერა ლაზური ფოლკლორული სიმღერების პირველი კომპაქტ-დისკი...

ფონდი მომავალშიც აქტიურად დააფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სულიერების განმტკიცებას, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ავს ქვეყნის მომავლისათვის.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced