Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

28/01/2015

27 იანვარს, კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ნინოობა მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმიდა ნინო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“დიდება და მადლობა უფალს, რომ საქართველოს მოუვლინა წმინდა ნინო, რომელმაც მოაქცია საქართველო. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ამ ტაძრისათვის. ტაძარი 120 წლისთავს დღესასწაულობს. ამ წმინდა ადგილზე იგი 120 წლის წინ აშენდა. შევთხოვ უფალს, ნათელში ამყოფოს ტაძრის დამაარსებელთა და აღმშენებელთა უკვდავი სულები”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგებისას წმ. ნინოს შესახებ ისაუბრა.

“წმინდა ნინო ეს არის სასწაულებრივი და უდიდესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში. წმინდა ნინომ უდიდესი სასწაულით მოაქცია საქართველო და აი, დღეს, მე ვფიქრობ იმ ღვალწლზე, რომელიც უნდა იკისროს ჩვენმა ახალგაზრდობამ. წარმოიდგინეთ, როგორი პასუხისმგებლობით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო, როდესაც მას სამეფო გვირგვინი დაადგეს. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. თამარ მეფე მცირეწლოვანი იყო, როდესაც მისი მამის თანამოსაყდრე გახდა. ყოველი ადამიანი კი უნდა ფიქრობდეს არა იმაზე რა ჭამოს და რა ჩაიცვას, ამას მას ღმერთი მისცემს, არამედ რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რა გააკეთოს სამშობლოსათვის”, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქი ახალგაზრდობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა გართობაზე ფიქრობს. არის ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე, მაგრამ ვერ გაუკვლევია გზა. მისივე თქმით, ახალგაზრდობა ღამის ბარებსა და გართობაზე არ უნდა ფიქრობდეს, რადგან ღამის ბარები მათ სულს კლავს და ახალგაზრდობა ამას უნდა ერიდოს. როგორც უწმიდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანი დღევანდელ დროში 70 და მეტ წელს ცოცხლობს. ცხოვრების ბოლო წლებს ავადმყოფობასას და სალმობაში ატარებს, ამიტომ უნდა მოასწროს კარგი საქმეების კეთება.

“ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ რჯული ქრისტესი. დავეხმაროთ ერთმანეთს და ღმერთი დაგვეხმარება ჩვენ”, – აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს და ამ სახელის მატარებელ ადამიანებს დღესასწაული, დააჯილდოვა რამდენიმე მღვდელმსახური და დალოცა იმ ადამიანთა სულები, რომლებიც კუკიის სასაფლაოზე განისვენებენ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced