Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

25/01/2015

25 იანვარს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, ეს გამოცდაა და ეს ხშირად მძიმეა. ამ გასულ კვირას სამი მიცვალებული გავასვენეთ: მეუფე თადეოზი, არქიმანდრიტი ილია და ბატონი იური, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თავისი შვილის საფლავზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი რიგი. როდის მიგვიწვევს უფალი, ამიტომ, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის.

მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს, მაგრამ ეს განსაცდელი ხშირად მოჩვენებითია. ხშირად ისეთია, რომელიც შეიძლება დაძლეულ იყოს და დაძლეულ იყოს არა ჩვენი საქმით, არამედ ლოცვით, მარხვით, მოწყალებით. ყველაზე ძლიერი საშუალება, ყველაზე ძლიერი იარაღი ბოროტების წინააღმდეგ არის ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაცემა. ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს უკანასკნელ დღეზე, უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რა უნდა წაიღოს ამ ქვეყნიდან.

შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს მთელი ქვეყნის სიმდიდრე, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო შეიძლება იყოს მისთვის. ამიტომ ეს სამი რამ – ლოცვა, მარხვა და მოწყალება უნდა იყოს ჩვენი თანამგზავრი. ეს არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც შეეწევა ადამიანს ამ ქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც მისი შემწე და დამხმარე იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ 5 გვარი დალოცა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced