Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Ilia Kartozia

არქიმანდრიტ ილია კარტოზიას დღეს დაკრძალავენ

20/01/2015

არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დასვენებული. დღეს, წირვის დასრულების შემდეგ, არქიმანდრიტის ცხედარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია “სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, “სამოქალაქო თავდადებისათვის” (სიკვდილის შემდეგ)” დააჯილდოვა.

ევროპაში სიწმინდეების მოსალოცად მყოფი მამა ილია კარტოზია, ადრიატიკის ზღვაში ბორან “ნორმან ატლანტიკზე” 28 დეკემბერს გაჩენილი ხანძრისას დაიყუპა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ 11 ადამიანი გარდაიცვალა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced